შედეგი II

1-დან 3 წლამდე

ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან

მიმართულებები:აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • შეუძლია ცხოველების ხმის იმიტაცია (ყეფს ძაღლივით, კნავის კატასავით).
  • იწყებს წარმოსახვით თამაშს. მაგ., აჭმევს თოჯინას, არწევს ხელში და ა.შ.).

 

 

 

2-3 წელი

 

  • მსახიობზე, კოსტიუმირებულ ადამიანებზე, ისეთი რეაქცია აქვს, თითქოს ისინი ნამდვილად იმ პერსონაჟებს წარმოადგენენ, რომლებსაც განასახიერებენ.
  • შეუძლია როლების და სიტუაციების გათამაშება ისე, რომ ხმა, მეტყველება, ქცევა ერთმანეთის შესაბამისი იყოს (მაგ.: როცა განასახიერებს ჩვილ ბავშვს, დახოხავს  და აღუ-აღუს გაიძახის).

 

რესურსები