შედეგი II

0-დან 1 წლამდე

ბავშვი გამოხატავს, რომ  იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის, როგორია, რა სურს და რა შეუძლია).

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ცნობს ყოველდღიურ ნივთებს - სათამაშოს, ბოთლს, საბანს.
  • ტირის სხვადასხვა ხმით, იმის  მიხედვით, თუ რა აწუხებს.
  • ტირის ძირითადად მაშინ, როდესაც მომვლელი გადის ოთახიდან.

 

 

 

6-12 თვე

 

  • თამაშობს  ერთი საგნით უფრო ხშირად, ვიდრე დანარჩენებით.
  • სურვილის გამოსახატავად მიუთითებს ან მიიწევს არჩეული საგნისაკენ ან ადამიანებისაკენ.
  • დაჟინებით გამოსცემს ერთსა და იმავე ხმას და ერთი და იმავე მოძრაობით იწევს რაღაცისკენ. ამას აკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოს მიზანს.
  • ასრულებს ელემენტარულ თხოვნას (ტაშით აჰყვება სიმღერას, ჰბაძავს ძაღლს).
  • გულისყურით იკვლევს გარემოს, თამაშობს  მეურვესთან ერთად.

რესურსები