შედეგი II

0-დან 1 წლამდე

ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.

მიმართულებები:კითხვა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • უყურებს წიგნებს, როგორც საგნებს.

 

 

6-12 თვე

 

  • ყურადღებას აქცევს წიგნში არსებულ ფერად ილუსტრაციებს.
  • "იკვლევს" წიგნებს  (ხელით ეხება, გემოს უსინჯავს, ცდილობს გადაშალოს უფროსის დახმარებით, დახიოს).
  • მცირე ხნით გამოხატავს ინტერესს და სიხარულს, როდესაც უკითხავენ და ათვალიერებინებენ წიგნს.
  • განსაკუთრებით უხარია რომელიმე ნაცნობი ზღაპრის, ლექსის მოსმენა.

რესურსები