შედეგი II:

0-დან 1 წლამდე

ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად, საუბრობს გამართულად (პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება).

მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ღუღუნებს.
  • ჟესტებით გვატყობინებს თავის სურვილს (მაგ.: მაღლა სწევს ხელებს, რითაც გვატყობინებს, რომ უნდა აყვანა).
  • გამოსცემს ბგერებს ურთიერთობისათვის (ტირის სხვადასხვა ხმით).
  • ხმამაღლა იცინის.

 

 

 

6-12 თვე

 

  • იწყებს უფროსის მიერ წარმოთქმული ბგერებისა და მარცვლების გამეორებას.
  •  ტიტინებს, იწყებს მარცვლების წარმოთქმას ("და-და","ბა-ბა" და სხვ.).
  •  იყენებს ბგერათმიმდევრობას სიტყვის მნიშვნელობის გამოსახატავად (მაგ.: "ნტა" – წყლისა და წყურვილის აღსანიშნავად).
  •  უხარია, როცა ესმის  ნაცნობი სიტყვები.
  •  "ელაპარაკება" სათამაშოს.
  •  ცდილობს პირველი სიტყვების წარმოთქმას.

რესურსები