შედეგი I

5-დან 6 წლამდე

თავს  გრძნობს უსაფრთხოდ და დაცულად, გამოხატავს თავდაჯერებულობას, ნდობას, შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება

მიმართულებები:ადაპტაციური სოციალური ქცევა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

  • ადვილად უერთდება უკვე მიმდინარე ჯგუფურ აქტივობას.
  • იგონებს და ახორციელებს აქტივობებს, რომლებშიც ერთზე მეტი ბავშვი მონაწილეობს.
  • მშვიდად უსმენს  სხვის საუბარს, მოქმედებს თავისუფლად, ადეკვატურად გამოხატავს სათქმელს, როდესაც თავად ექცევა ყურადღების ცენტრში.
  • სიახლის მიმართ გამოხატავს ინტერესს, სვამს კითხვებს, ცდილობს მოსინჯოს და შეასრულოს ახალი მოქმედება.

რესურსები