შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან

მიმართულებები:ურთიერთობა თანატოლებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

  • ამჟღავნებს სოციალურ მხარდაჭერას სხვების მიმართ.
  • იჩენს მიმტევებლობას მეგობრების მიმართ.
  • ითვალისწინებს მეგობრის სურვილს თამაშის დროს.
  • ჰყავს მეგობრები სხვადასხვა ადგილას (შეიძლება იყვნენ  მეზობლები, ბაღის ჯგუფელები და ა.შ.) და ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ორ ან მეტ თანატოლთან.
  • უნაწილებს სათამაშოებს და სხვა მასალებს ბავშვებს  და მათთან ერთად საერთო საქმიანობაშია ჩაბმული.
  • ახორციელებს ჩანაფიქრს სხვა ბავშვებთან ერთად, ინაწილებს როლებს, ლიდერობს, ანუ თავის თავზე იღებს საორგანიზაციო საკითხებს და წარმართავს პროცესს. შეიძლება ეს იყოს თამაში, თეატრალიზებული წარმოდგენა, ვარჯიში თუ სხვა.
  • ირჩევს მეგობრებს.

რესურსები