შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში გამოყოს ბგერები და სიტყვები (ფონოლოგია)

მიმართულებები:კითხვა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

  • სწორად წარმოთქვამს საშუალო სიგრძის იმ სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც იცის.
  • შეუძლია გამოყოს, დაასახელოს სიტყვის პირველი ბგერა.
  • შეუძლია მარცვლების გაერთიანება ერთ მთლიან სიტყვად (მაგ.:`"თი-ვა" - რა სიტყვაა? - "თივა").
  • შეუძლია მოსმენისას სამეტყველო ნაკადში გამოარჩიოს წინასწარ მითითებული სიტყვა (მაგ., შემოჰკრას ტაში, როდესაც გაიგონებს სიტყვას - "სკამი").
  • თამაშის დროს ბავშვს შეუძლია დამარცვლით გაითვალოს (სწორად დამარცვლოს გათვლა).

რესურსები