შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)

მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება

ინდიკატორები

  • შეუძლია განასხვაოს რეალური და გამოგონილი სიტყვები.
  • სწორად ესმის  ისეთი ტექნიკური და სპეციალური სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც მის გარემოში ხშირად იხმარება (მაგ.: პედიატრი ბავშვის ექიმია).
  • შეუძლია საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების (არსებითი და ზედსართავი სახელების, დროისა და სივრცითი მიმართებების აღმნიშვნელი ზმნიზედების, მაგ., დღე – ღამე; მაღალი - დაბალი; ზევით - ქვევით) დასახელება.
  • სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.
  • ინტერესით უსმენს  ზღაპრებს, მოთხრობებს, შეუძლია განასახიეროს ის, რაც მოისმინა.

რესურსები