შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

მიმართულებები:კრიტიკული აზროვნება და კვლევა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

  • აკვირდება ობიექტს ან მოვლენას, იკვლევს და სვამს შეკითხვებს ახალი ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
  • იყენებს მარტივ იარაღს, ხელსაწყოებსა და მოწყობილობებს, რათა გაიფართოვოს თვალსაწიერი და მოაგროვოს ფაქტები.
  • ცნობს, აღწერს და ადარებს საგნებს, ობიექტებს მათი თვალსაჩინო მახასიათებლების მიხედვით.
  • შეუძლია საკმაოდ დამაჯერებელი, აზრიანი ახსნა ამა თუ იმ საკითხისა, უფროსის დახმარების გარეშე (მაგ., ამბობს, რომ ბურთზე ვერ დადებს კუბს, რადგან ბურთი მრგვალია და გაგორდება).

რესურსები