შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით;

მიმართულებები:გააზრება და ინტერპრეტაცია
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

  • იმახსოვრებს და აღწერს წარსულში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და საინტერესო ამბებს.
  • ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, რათა გაერკვეს მომავალში მოსალოდნელ მოვლენებში.
  • ჩანაფიქრის განხორციელებისას იყენებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს.
  • გეგმავს ღონისძიებებს და მიზნის დასახვისას ითვალისწინებს გამოცდილებას.

რესურსები