შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს;

მიმართულებები:პრობლემის გადაჭრა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

  • სვამს შეკითხვებს და ელოდება პასუხს, რათა გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა.
  • მუშაობს  ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად პრობლემის გადაჭრაზე და გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას.
  • ხვდება, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხზე, საგანზე მუშაობა მისთვის შეიძლება რთული იყოს (მაგ., "ეს ფაზლი - ბევრ პატარა ფირფიტად ან კუბად დანაწევრებული სურათი - ძნელად ასაწყობი იქნება").
  • წყვეტს ამოცანას, აწყობს 8-12-ნაწილიან კონსტრუქტორს.
  • იყენებს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ერთზე მეტ გზას.

რესურსები