შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად;

მიმართულებები:შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

  • იგონებს წესებს ჯგუფური თამაშისთვის.
  • თამაშობს  როლურ თამაშს (მაგ: გაითამაშებენ სამი გოჭის ამბავს) ან სიმბოლურ თამაშს (მაგ: ექიმობანას ან ძაღლობანას).
  • ჩანაფიქრის განხორციელებისას იყენებს სხვა დანარჩენი ბავშვებისაგან განსხვავებულ ხერხს (მაგ., ქმნის კუბების განსხვავებულ სტრუქტურას ან ნახატს).
  • ცვლის ნაცნობ მოთხრობას, გმირების ან მოქმედებების დამატებით.

რესურსები