შედეგი I
5-დან 6 წლამდე
ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას
მიმართულებები:ყურადღების კონცენტრაცია
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები
ინდიკატორები
- ინარჩუნებს ინტერესს ჩანაფიქრის ან საქმიანობის მიმართ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს, მიუხედავად ხელისშემშელელი ფაქტორებისა.
- ისახავს მიზანს და დამოუკიდებლად ცდილობს მის განხორციელებას წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით.
- ჯგუფური აქტივობის დროს ყურადღებას ამახვილებს იმ ობიექტზე ან ადამიანზე, რომელიც იმ მომენტში მთელი ჯგუფის ყურადღების ცენტრშია.
- გაგებით ეკიდება წინააღმდეგობებს და აგრძელებს მუშაობას იმედგაცრუების გარეშე (მაგ., როცა ეღვრება წყალი, გადაწმენდს დაღვრილს და ხელახლა დაისხამს).