შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვს ესმის, სწვდება  მიზეზშედეგობრივ კავშირებს

მიმართულებები:მიზეზშედეგობრიობა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

ინდიკატორები

  • შეუძლია ივარაუდოს რაიმე ქცევასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგი (მაგ.: ღამე, როდესაც შუქს ჩავაქრობ, დაბნელდება).
  • შეუძლია ისეთი ცდის (ექსპერიმენტის) ჩატარება, რომლითაც ნათლად ჩანს ობიექტი ერთი სახის მდგომარეობიდან მეორეში როგორ გადადის (მაგ.: წყლით სავსე ჭურჭელი საყინულეში იყინება, ხოლო გამოღებისას ოთახის ტემპერატურაზე თბება  და ლღვება, თოვლის ფიფქი ხელზე დნება).
  • შეუძლია განსაზღვროს, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, თუ რამდენად განსხვავებული შედეგი შეიძლება მიიღოს (მაგ.: ყვითელი და წითელი ფერის შერევით ნარინჯისფერი მიიღება, ხოლო ყვითელი და ლურჯის შერევით - მწვანე).
  • შეუძლია განსაზღვროს საგნის (ობიექტის) რომელი ელემენტები (ნაწილები) იწვევს  ამა თუ იმ ეფექტს (მაგ.: დახურული ყუთში ლობიოს მარცვლები ჩხრიალებს).

რესურსები