მოვლენებს შორის მიმართების წვდომა
ამობეჭდვაშედეგი I
5-დან 6 წლამდე
ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის, გარემოში არსებული ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა
მიმართულებები:სივრცე
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:მოვლენებს შორის მიმართების წვდომა
ინდიკატორები
- არჩევს მარჯვენას და მარცხენას საკუთარი სხეულის ნაწილებზე.
- საუბარში იყენებს ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "ახლოს"; "შორს"; "წინ"; "უკან".
- შეუძლია აგიხსნათ, მიგასწავლოთ გზა (მაგ.: თავისი სახლისკენ: "ჩემი სახლი არის საცურაო აუზთან").
- იცის, თუ რომელ ქუჩაზე ცხოვრობს, რა ჰქვია მის ქალაქს თუ სოფელს, რა ჰქვია მის ქვეყანას და ა.შ.
- ვითარდება მისი წარმოდგენები იმაზე, რაც მისი სოფლისა თუ ქალაქისათვისაა დამახასიათებელი (მაგ.: ტელევიზორში წყალდიდობის ნახვის შემდეგ ამბობს: "ჩვენთან ასეთი რამე არ ხდება").
- იცის სხვა ქვეყნების არსებობის შესახებ.
- შეუძლია ლაბირინთში გზის გაკვლევა.