შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობის დროს წარსულს, აწმყოსა და მომავალს

მიმართულებები:დრო
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

ინდიკატორები

  • შეუძლია გადმოსცეს საკმაოდ რთული ამბავი, ისტორია სწორი თანამიმდევრობით (მაგ.: ისტორია, რომელიც რამდენიმე მოქმედებისაგან შედგება და რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს).
  • შეუძლია წელიწადის დროებისა და კვირის დღეების დასახელება.
  • საკუთარ გეგმებზე  საუბრისას იყენებს ზმნას მომავალ დროში.
  • ადეკვატურად იყენებს დროის აღმნიშვნელ სიტყვებს - გუშინ, დღეს, ხვალ; სწორად პასუხობს კითხვაზე, როგორი ამინდი იყო გუშინ.
  • აქვს წარმოდგენა იმაზე, რომ წარსულში ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობდნენ, ვიდრე დღეს (იცის, რომ იყო დრო, როდესაც კომპიუტერი, მანქანა, ტელევიზორი არ არსებობდა).

რესურსები