რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება
ამობეჭდვაშედეგი I
5-დან 6 წლამდე
ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმისა და დანიშნულების მიხედვით
მიმართულებები:კანონზომიერების დადგენა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება
ინდიკატორები
- შეუძლია საგნების დაჯგუფება ერთი თვალსაჩინო ნიშნით (მაგ.:აჯგუფებს მწვანე, თეთრსა და წითელ ფანქრებს).
- შეუძლია გაიმეოროს და განავრცოს გარკვეული წესით მოცემული თანმიმდევრობა (მაგ.: გაიმეოროს ორი მოქმედების თანმიმდევრობა, ორი ტაში - ორი ბაკუნი, გააგრძელოს თანმიმდევრობა: წითელი ბურთი - ლურჯი, წითელი - ლურჯი, შეავსოს ნახატი).
- ალაგებს ფორმებს პატარიდან დიდამდე და პირიქით, დიდიდან პატარამდე (მაგ.: ალაგებს სამ წრეს ზომის მიხედვით).
- ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე), იცის მათი ელემენტარული მახასიათებლები (მაგ.: ოთხკუთხედს ოთხი კუთხე, ოთხი წვერო აქვს; წრე მრგვალია).
- შეუძლია დახატოს კვადრატი, სამკუთხედი.
- შეუძლია იპოვოს სურათზე მითითებული ფორმა (მაგ.: სურათზე ხატია მაღაზია, ბავშვმა უნდა მოძებნოს, ხუთი ვაშლი, ოთხი სამკუთხედი და ა.შ.).
- შეუძლია დანაწევრებული ფორმის ნაწილებით რაიმე ფიგურის შექმნა (მაგ.: ნაწილებისაგან ადამიანის ფიგურის შექმნა, სამკუთხედებით სხვა გეომეტრიული ფიგურის შექმნა).