შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი აღიქვამს და აფასებს ზომას, მოცულობას, სიმაღლეს, სიგრძესა და წონას

მიმართულებები:გაზომვა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

ინდიკატორები

  • მზარეულობის დროს შეუძლია აწონოს ინგრედიენტები (ამა თუ იმ კერძისათვის საჭირო პროდუქტების ნაერთი, მასალა) უფროსის დახმარებით.
  • ესმის, რომ რაოდენობა რჩება იგივე, მიუხედავად ობიექტის ფორმის ცვლილებისა.
  • შეუძლია საგანთა რაოდენობრივი შედარება პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით (მაგ., სწორად ხმარობს ტერმინებს ტოლია, არ არის ტოლი, მეტია, ნაკლებია).
  • განსაზღვრავს, რამდენი ნაბიჯია საჭირო ოთახის გასავლელად.

რესურსები