შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა

მიმართულებები:რიცხვები და ანგარიში
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად ითვლის 21-მდე.
  • შეუძლია რიცხვის გამოყენება რიგითობის აღსანიშნავად (ზეიმზე პირველი გამოდის მარიკა, მეორე ლევანი; წამყვანის შემდეგ გამოდის ნინო და მღერის).
  • ესმის, რომ დათვლის დროს ბოლო რიცხვი წარმოადგენს საგნების მთელ რაოდენობას.
  • ასრულებს მათემატიკურ გარდაქმნებს (მიმატება-გამოკლებას 10-ის ფარგლებში) ყოველდღიურ აქტივობაში  სათამაშოებისა და მონეტების გამოყენებით (მაგ.: "მე მივეცი გიას ერთი კუბურა. მას ახლა ორი აქვს").
  • შეუძლია გამოთქვას ვარაუდი რაოდენობასთან დაკავშირებით (მაგ.: "მე ვფიქრობ, რომ იმ ჯამში 5 ბურთულაა").

რესურსები