შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს, რომ  გათვითცნობიერებულია ოჯახურ ტრადიციებში

მიმართულებები:ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა

ინდიკატორები

  • თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს ოჯახში და იმედი აქვს, რომ მოუსმენენ, გაიზიარებენ.
  • აქტიურად მონაწილეობს ოჯახური დღესასწაულების სამზადისში (დაბადების დღის).
  • შეუძლია მოუთხროს თავისი ოჯახის ისტორია თანატოლებს, პასუხი გასცეს შეკითხვებს (მაგ., მოყვეს, მამაჩემი პოლიციელია, ჩემი ბაბუაც პოლიციელი იყო).
  • ბავშვმა იცის და შეუძლია თქვას, რა განსხვავება და რა მსგავსებაა მის ოჯახსა და მისი მეგობრის ოჯახს შორის.
  • შეუძლია ჩამოთვალოს ნათესავები, ოჯახის უშუალო წევრების გარდა სხვა ნათესავები - დეიდა, ბიძა, მამიდა, დეიდაშვილი, ბიძაშვილი და ა.შ. დაასახელოს, რა კავშირია მათ შორის (მაგ.: "ჩემი დეიდა დედაჩემის დაა”).

რესურსები