შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი იყენებს  შემოქმედებით უნარებს აზრების,  გრძნოებებისა და  ცოდნის გამოსახატავად

მიმართულებები:შემოქმედებითი თვითგამოხატვა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა

ინდიკატორები

  • შეუძლია რიტმის შექმნა  დასარტყამი ინსტრუმენტებით და ხმოვანების სიძლიერის შეცვლა: ჩქარა - ნელა; ხმამაღლა - ხმადაბლა.
  • შეუძლია იმღეროს ნაცნობი მელოდია.
  • მონაწილეობს როლურ თამაშებში, შეუძლია როლის განსახიერება, შეუძლია გაითამაშოს სხვადასხვა მოვლენა საკუთარი ცხოვრებიდან (ახლო წარსულიდან) ან ამა თუ იმ ამბიდან.
  • შეუძლია დახატოს რთული სქემატური ნახატი – ადამიანის ფიგურა, მრავალი დეტალით.
  • შეუძლია იხელმძღვანელოს ნიმუშით (გადმოხატოს უცნობი ფორმა, გაიმეოროს მელოდია, რიტმი).
  • ნახატში ემოციების გამოსახატავად იყენებს ფერებს.
  • ძერწავს რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარ ფიგურებს პლასტილინით ან თიხით.

რესურსები