შედეგი I
5-დან 6 წლამდე
ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისგან
მიმართულებები:შემოქმედების აღქმა და გაგება
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა
ინდიკატორები
- ცნობს და ასხელებს ხელოვნების ფორმებს და იცის რა მასალისაგან არის შექმნილი (ნახატი, ქანდაკება, ლიტერატურა, მუსიკა).
- გამოხატავს აღტაცებას, როდესაც ნახატი, ქანდაკება, ფილმის სიუჟეტი ახსენებს ადამიანებს, ობიექტებს ან მოვლენებს საკუთარი ცხოვრებიდან.
- კომენტარს უკეთებს სხვა ბავშვების შემოქმედებას, ამჩნევს დეტალებს. სვამს კითხვებს ნამუშევარში გამოხატული მოქმედებისა და გამოყენებული მასალის შესახებ (რა დახატე, რითი დახატე?).
- სიტყვიერად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ხელოვნების ნიმუშების მიმართ ("ეს სევდიანი ნახატია", "ამ მუსიკამ კარგ ხასიათზე დამაყენა" და ა.შ.).