შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ავლენს პირადი ჰიგიენისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს

მიმართულებები:პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად იბანს ხელს ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, დაბანისას არ ისველებს ტანსაცმელს.
  • იცვამს და იხდის დამოუკიდებლად.
  • ამინდის მიხედვით არჩევს ტანსაცმელს.
  • თუ მაგიდაზე სითხე ან საღებავი დაეღვარა, წმენდს.
  • ცემინებისა და ხველების დროს ცხვირსახოცს ან ხელს იფარებს.
  • უფროსის დახმარებით ივარცხნის თმას.

რესურსები