შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად

მიმართულებები: სენსორულ-მოტორული განვითრება
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:მოტორული განვითარება

ინდიკატორები

  • იჭერს დიდი ზომის ბურთს, რომელიც ესროლეს 3 მეტრის მანძილიდან.
  • მოსწონს  აქტიური თამაშები, რომელთაც აქვთ თავიანთი წესები (მაგ.: დახუჭობანა, დაჭერობანა და ა.შ.).
  • მოაქვს წყალი ჭიქით ისე, რომ არ დაეღვაროს.
  • თამაშის  დროს მუსიკალურ და ხმოვან ნიშნებზე ადეკვატურად, შესაბამისად რეაგირებს - ჩერდება ან აგრძელებს მოძრაობას.

რესურსები