შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვს  შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და  კოორდინირებული მოქმედება

მიმართულებები:ნატიფი მოტორიკა
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:მოტორული განვითარება

ინდიკატორები

  • პლასტილინისა და თიხისაგან აკეთებს მარტივ ფიგურებს (მაგ.: ადამიანს, ყვავილსა და ქოთანს და სხვ).
  • აგებს მცირე ზომის მძივს ძაფზე.
  • შეუძლია სპეციალური მაკრატლით ქაღალდისაგან მარტივი  ფიგურების გამოჭრა, აპლიკაციის გაკეთება.
  • იხატავს გეომეტრიულ ფიგურას (მაგ.: სამკუთხედს, კვადრატს).
  • ქაღალდისაგან აკეთებს მარტივ საგნებს (მაგ.: თვითმფრინავს).
  • შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა და რამდენიმე ასოს და ციფრის გადმოწერა (5 ასოსი და ციფრისა).
  • დახმარებით იკრავს ფეხსაცმლის თასმას.

რესურსები