შედეგი I

5-დან 6 წლამდე

ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

მიმართულებები:მსხვილი მოტორიკა
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:მოტორული განვითარება

ინდიკატორები

  • სწორ ხაზზე (შეიძლება იყოს ფიცარი ან დახაზული ხაზი) მოძრაობისას ინარჩუნებს წონასწორობას.
  • დიდი ზომის ბურთს ურტყამს ფეხს და აძლევს სასურველ მიმართულებას.
  • ინარჩუნებს წონასწორობას ბრუნვის, ტრიალის დროს.
  • შეუძლია ცალ ფეხზე დგომა  30 წამის განმავლობაში და მეტხანს.
  • შეუძლია ჩამოხტეს დაბალი სიმაღლიდან.
  • კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის დროს უჭირავს სათამაშო  ერთ ან ორივე ხელში.

რესურსები