შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს ნდობას და ავლენს, რომ  თავს  გრძნობს დაცულად.

მიმართულებები:ადაპტაციური სოციალური ქცევა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

  • ერთვება ჯგუფურ თამაშებში, ასრულებს სხვადასხვა როლს (ლიდერის ან რიგითი მონაწილის).
  • შეუძლია რამდენიმე ახლობელ ადამიანს გაუზიაროს თავისი განცდები (მაგ., კითხვაზე, რატომ ზიხარ ასე მობუზული, შეუძლია უპასუხოს: ირაკლიმ მითხრა - შენი დედა აღარ მოვა, აქ დაგტოვებსო).
  • სიახლის მიმართ გამოხატავს ინტერესს, სვამს კითხვებს, ცდილობს გამოსცადოს საკუთარი თავი ახალ საქმეში.

რესურსები