შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან

მიმართულებები:ურთიერთობა თანატოლებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

  • ამჟღავნებს, რომ სიამოვნებს სხვა ბავშვებთან თამაში.
  • არის სხვა ბავშვებთან ერთობლივი მოქმედების ინიციატორი, წამომწყები.
  • ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ერთ ბავშვთან მაინც.
  • უფროსის დახმარებით შეუძლია თანატოლებისათვის სათამაშოებისა და სხვა საგნების განაწილება, გაყოფა.
  • იცავს თამაშის  წესებს (მაგ., რიგითობას თამაშის  დროს).
  • უფროსის დახმარებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა ბავშვებთან ერთად.
  • შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში.

რესურსები