შედეგი I
3-დან 5 წლამდე
ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან
მიმართულებები:ურთიერთობა უფროსებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება
ინდიკატორები
- ცდილობს განცალკევდეს, მოშორდეს მისთვის ახლობელ უფროსებს ძლიერი შფოთვის გამომჟღავნების გარეშე.
- აძლევს საშუალებას უფროსს, რომ დაეხმაროს დავალების შესრულებაში.
- მისთვის ახლობელი უფროსების მიმართ ამჟღავნებს სიყვარულს.
- საკუთარი ინიციატივით სთავაზობს უფროსს, რომ ეს უკანასკნელი დაეხმაროს მას.
- ამბობს რას განიცდის უფროსების მიმართ (მაგ., მე მიყვარს ბებო).