შედეგი I
3-დან 5 წლამდე
ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები
მიმართულებები:თვითმართვა და თვითგამოხატვა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება
ინდიკატორები
- მონაწილეობს მარტივ საქმიანობებსა და მოქმედებებში დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილით (მაგ., წახემსების შემდეგ ეხმარება უფროსს მაგიდის ალაგებაში).
- იცავს მარტივ წესებს შეხსენების გარეშე (მაგ., იბანს ხელს ჭამის წინ).
- ავლენს მასალების მიზნობრივად, ფაქიზად და ცივილიზებულად გამოყენების მზარდ უნარს; იჩენს მეტ სიფრთხილეს, კარგად ესმის საგნების დანიშნულება და იცის მათი გამოყენება (მაგ., არ ერთობა წიგნის დახევით).
- დღის განრიგში ცვლილებები არ აფრთხობს და ამის გამო არ ჭირვეულობს.
- იცის რა იქნება შემდეგ, რადგან დღის განრიგი მეორდება.