შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს  სხვებისაგან გამოცალკევებულად

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

  • მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელითა და გვარით.
  • ირჩევს ინდივიდუალურ აქტივობას (მაგალითად, ხატავს ან თავსატეხს აწყობს.)
  • თამაშისას განსხვავებული საგნების ან არსებების განსახიერებას ცდილობს  (სახლობანას თამაშისას - დედაა, შვილია, მძღოლია, ძაღლია და ა.შ.).
  • ახასიათებს საკუთარ თავს როგორც მთლიან პიროვნებას, რომელსაც აქვს აზრები, სხეული და შეგრძნებები.
  • აღწერს ოჯახს და ესმის, რომ მისი  წევრები გარკვეულ ერთობას ქმნიან.

რესურსები