შედეგი I
3-დან 5 წლამდე
ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)
მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება
ინდიკატორები
- სწორად აკავშირებს ზედსართავს შესაბამის ერთეულთან (მაგ.: როდესაც ესმის სიტყვა "მაღალი" - მიუთითებს მაღალ შენობაზე).
- თავისუფლად შეუძლია შეტყობინების გადაცემა.
- სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.
- ესმის სივრცითი მიმართებების გამომხატველი სიტყვებისა და თანდებულების (შიგნით, გარეთ, ზემოდან, ქვეშ) მნიშვნელობა.
- ესმის 1500-ზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა.