შედეგი I
3-დან 5 წლამდე
ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს
მიმართულებები:კრიტიკული აზროვნება და კვლევა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები
ინდიკატორები
- აკვირდება ბუნების მოვლენებს (მაგ., სვამს კითხვას: რატომ წვიმს?).
- სწორად აღიქვამს და განასხვავებს ხუთივე შეგრძნებას: გემოს, შეხებას, ყნოსვას, სმენას, მხედველობას (მაგ.: ხედავს, რომ შაქარი არის თეთრი, შეიგრძნობს, რომ მას ტკბილი გემო აქვს და სხვ.).
- იყენებს სტანდარტულ იარაღს გარემოს გამოსაკვლევად (მაგ.: გამადიდებელ შუშას (ლუპას), მაგნიტს და სხვ.).
- აკვირდება უფროსების ცდებს და აღწერს თავის დაკვირვებას (მაგ., მასწავლებელმა შეურია ორი ფერის საღებავი, ბავშვი ამბობს: "ყვითლისა და ლურჯის შერევით მივიღებთ მწვანეს").