შედეგი I
3-დან 5 წლამდე
ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით
მიმართულებები:აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები
ინდიკატორები
- შეუძლია იმ საგნის ან პიროვნების დაწვრილებით აღწერა, რომელსაც იმ მომენტში ვერ ხედავს (მაგ., ბავშვი აღწერს, რომ ძაღლი, რომელსაც ჰქვია ჯერი, არის შავი და ყეფს. აქვე იგი ხელებით აჩვენებს, თუ რა ზომისაა ჯერი).
- როლურ თამაშებში სათამაშოს იყენებს როგორც ნამდვილ, რეალურ საგანს (მაგ.: საუბრობს სათამაშო ტელეფონით, როგორც ნამდვილით).
- შეუძლია წარმოადგინოს საგნები, ობიექტები, ნახატების, სამგანზომილებიანი კონსტრუქციების საშუალებით.
- შეუძლია ახსნას თავისი ნახატის შინაარსი.