შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ავლენს ინიციატივასა და დამოუკიდებლობას

მიმართულებები:ინიციატივა და დამოუკიდებლობა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:მოტივაცია

ინდიკატორები

  • უერთდება უკვე დაწყებულ თამაშს და ეძებს საკუთარ როლს (ადგილს).
  • თამაშის  დროს შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს როლი.
  • შეხსენების ან თხოვნის გარეშე, თვითონ სთავაზობს უფროსს დახმარებას ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგიდის ალაგებასა თუ ოთახის დალაგებაში).
  • მოიპოვებს მასალას თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად (მაგ.: აპლიკაციის გასაკეთებლად ეძებს ფერად ფურცლებს).
  • შემოთავაზებული მასალიდან დამოუკიდებლად ირჩევს, რომელი გამოიყენოს (მაგ., პასტელებით ხატოს, თუ ფანქრებით).

რესურსები