შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი გამოხატავს ინტერესს და ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ

მიმართულებები:ცნობისმოყვარეობა და ინტერესი
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:მოტივაცია

ინდიკატორები

  • სვამს შეკითხვებს, რათა მიიღოს ინფორმაცია მოვლენების შესახებ  და გაიგოს, როგორაა მოწყობილი სამყარო, ანუ ითხოვს ამა თუ იმ მოვლენის გასაგებად ახსნას (მაგ: რატომ ანათებს მზე?).
  • ინტერესდება, ატარებს "ექსპერიმენტებს", რათა თვითონ გაერკვეს ზოგიერთი მოვლენისა და საგნის არსში, ცდილობს მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას და ამისათვის სხვადასხვა ხერხს იყენებს.
  • გამოკვეთს იმ სფეროს, რომელიც განსაკუთრებით აინტერესებს (მაგ.: დინოზავრებს, სატვირთო მანქანებს, შინაურ ცხოველებს და ა.შ.).

რესურსები