შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვს ესმის, სწვდება  მიზეზშედეგობრივ კავშირებს

მიმართულებები:მიზეზშედეგობრიობა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

ინდიკატორები

  • შეუძლია იმ საგნების ამოცნობა და  განსაზღვრა, რომელთა ზეგავლენა სხვა საგნებზე თვალსაჩინოა (მაგ.: "ლურჯი საღებავის წყალში შერევით წყალმა ლურჯი ფერი მიიღო”).
  • შეუძლია ივარაუდოს რაიმე ქცევასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგი (მაგ.: ღამე, როდესაც შუქს ჩავაქრობ, დაბნელდება).
  • სვამს შეკითხვას "რატომ?”, რითიც ცდილობს გაარკვიოს, გაიგოს, თუ რატომ ხდება ესა  თუ ის მოვლენა, ან რა აკავშირებს მას ამა თუ იმ მოვლენასთან (მაგ.: "ამას როცა ვაკეთებ, ეს  რატომ ხდება?”).

რესურსები