შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმის ფერისა და დანიშნულების მიხედვით

მიმართულებები:კანონზომიერების დადგენა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

ინდიკატორები

  • შეუძლია ობიექტი მიაკუთვნოს რომელიმე კატეგორიას (მაგ.: ძაღლები, კატები, და ძროხები ცხოველებია).
  • შეუძლია პირამიდის აწყობა (საუბარია სხვადასხვა ზომის ერთნაირ ფიგურებზე, რომელთა თანმიმდევრული დაწყობით იგება პირამიდა).
  • შეუძლია ნიმუშით სარგებლობა – ხატვის ან ძერწვის დროს (მაგ., წრის ან ოთხკუთხედის გადახატვა; ბურთის ან ჩურჩხელის გამოძერწვა).
  • ასახელებს და ცნობს წრეს, ოთხკუთხედს, სამკუთხედს.
  • აკვირდება კუბურას, ბურთს და ხვდება, რომ ერთი უფრო ადვილად გორავს, ვიდრე მეორე.
  • გამოარჩევს არაგეომეტრიულ ფორმებს ბუნებაში (მაგ. ღრუბელი არ ჰგავს  არც სამკუთხედს, არც კვადრატს და ა.შ.)

რესურსები