შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი აღიქვამს  და  გამოთქვამს მოსაზრებას  საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე

მიმართულებები:გაზომვა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

ინდიკატორები

  • შესაბამისად იყენებს ზომის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ.: დიდი კენჭი, პატარა კენჭი).
  • ადარებს სხვადასხვა საგნის ზომებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება (მაგ. აწყობს სხვადასხვა ადამიანის ფეხსაცმელს გვერდიგვერდ იმის  სანახავად, თუ რომელია გრძელი).
  • საგანთა მიწოდებული წყვილიდან ახდენს დიდი ან პატარა, მძიმე ან მსუბუქი, გრძელი ან მოკლე საგნების დასახელებას და აფასებს ზომას (მაგ.: "მე უკვე ვწვდები ყვითელ თაროს”).
  • შეუძლია მიუსადაგოს საგნები ერთმანეთს (მაგ.: მისალოცი ბარათი და კონვერტი).

რესურსები