შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა

მიმართულებები:რიცხვები და ანგარიში
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

ინდიკატორები

  • ასახელებს ციფრებს 10-მდე. იყენებს რიცხვებს და თვლას ყოველდღიურ ცხოვრებაში (მასწავლებელთან ერთად ითვლის ბავშვებს, რომელთაც ასწიეს ხელი).
  • შეუძლია სხვადასხვა საგნის შედარება (მაგ.: ესმის, რას ნიშნავს ყველა, არც ერთი, ბევრი, ცოტა, ტოლი).
  • იყენებს რიცხვებს და თვლას ყოველღიურ ცხოვრებაში, ითვლის ბურთების რაოდენობას ყუთში.
  • იცის, რომ რიცხვი აღნიშნავს რაოდენობას (მაგ.: იღებს სამ ვაშლს ყუთიდან).
  • განასხვავებს ასოებს ციფრებისაგან.

რესურსები