შედეგი I
3-დან 5 წლამდე
გამოხატავს ინტერესს ოჯახური ტრადიციების მიმართ.
მიმართულებები:ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა
ინდიკატორები
- მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულების დაგეგმვაში.
- თავისი ინიციატივით ეხმარება უფროსებს.
- ზრუნავს და ეხმარება თავის უმცროს და-ძმას.
- იცის საკუთარი ოჯახის ისტორია (ცნობს ოჯახის წევრებს სურათზე, იცის მათი პროფესიები, ხატავს ოჯახურ პორტრეტებს).
- თეატრალიზებული თამაშის დროს წარმოადგენს სხვადასხვა ოჯახურ ტრადიციას.