შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ავლენს შემოქმედებით უნარებს

მიმართულებები:შემოქმედებითი თვითგამოხატვა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა

ინდიკატორები

  • მონაწილეობს ჯგუფურ მუსიკალურ აქტივობაში (როგორიცაა: სიმღერა, სიმღერისათვის სხეულის მოძრაობის აყოლება, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა).
  • თავისუფლად მონაწილეობს თეატრალიზებულ თამაშებში. მაგ.: შეუძლია ნაცნობი საგნების წარმოდგენა მოძრაობით ან პოზით (პანტომიმა), მარტივი სიუჟეტის გათამაშება.
  • იმეორებს ერთი სახის მოქმედებას მრავალჯერ (მაგ.: მთელ ფურცელს ფარავს ერთი ფერით ან ერთნაირი ფორმებით, მაგ., წრეებით).
  • ქმნის სქემატურ ნახატებს და ხშირ შემთხვევაში ეს ნახატი ჰგავს  ნაგულისხმევ საგანს, ამასთან, დიდი რაოდენობით იყენებს სხვადასხვა ფერს.
  • იწყებს მარტივი ფორმების გამოძერწვას პლასტილინით ან თიხით.

რესურსები