შედეგი I

3-დან 5 წლამდე

ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისაგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები

მიმართულებები:უსაფრთხოება
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ინდიკატორები

  • იცის თავისი მისამართი და დაკარგვის შემთხვევაში მისი  ცოდნის აუცილებლობა.
  • მოთხოვნილებებს თვითონ იკმაყოფილებს ან ატყობინებს უფროსს (როცა სწყურია - ითხოვს წყალს; თუ სცივა - იფარებს გადახდილ საბანს).
  • ატყობინებს ბავშვებს  და უფროსებს, როდესაც საფრთხეს გრძნობს (მაგ.: ,,ნუ ისვრი ქვას!", ,,ბაჩა ქვას ისვრის!"...).
  • ქუჩაზე გადასვლისას თვითონაც იყურება ორივე მხარეს.
  • იცავს უსაფრთხოების ძირითად წესებს უფროსის დახმარებით (მაგ., უცნობებთან ურთიერთობისას, ქუჩაზე გადასვლისას და სხვ.).
  • იცის, რომ უფროსის გარეშე არ უნდა აიღოს წამლები.

რესურსები