შედეგი I
3-დან 5 წლამდე
ბავშვს შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და კოორდინირებული მოქმედება
მიმართულებები:ნატიფი მოტორიკა
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:მოტორული განვითარება
ინდიკატორები
- ჭამის დროს თავისუფლად იყენებს კოვზსა და ჩანგალს.
- აწყობს მარტივ სურათს ან 8-10 ნაწილისაგან შემდგარ ფაზელსა და მოზაიკას.
- ნიმუშის მიხედვით შეუძლია კუბურებით აშენება.
- ხატავს ფანქრით, ძერწავს, იხატავს გეომეტრიულ ფიგურებს (3 წლის ასკში - წრეს, 4 წლისა - ოთხკუთხედს).
- იკრავს დიდ ღილს და ელვას.
- ასხამს წყალს ჭიქაში დოქიდან ისე, რომ არ დაღვაროს.