შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს  ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან

მიმართულებები:ურთიერთობა უფროსებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

  •  
  • ბავშვი ამყარებს გამორჩეულ ურთიერთობას ძირითადი მეურვის გარდა კიდევ ერთ უფროსთან, რომელიც რეგულარულად ურთიერთობს მასთან და ეს ურთიერთობა ჰარმონიულია.
  • ავლენს უსაფრთხოების შეგრძნებას ახლობელ უფროსებთან, ეძებს მათ, როდესაც ეშინია ან დაწყნარება სურს.
  • ეხმაურება უფროსის სიტყვიერ მისალმებას, შეგებებას.
  • იმეორებს უფროსის ქცევას - "ატარებს მანქანას", "აჭმევს თოჯინას".

 

 

 

2-3 წელი

 

  • ჰბაძავს უფროსის ქცევას (წიგნს "კითხულობს" იმ უფროსთან ერთად, რომელიც უკითხავს).
  • უსვამს შეკითხვებს.
  • სათამაშოდ იწვევს უფროსს, არის თამაშის  ინიციატორი, წამომწყები.
  • ესაუბრება უფროსს ახლახან დასრულებული საქმიანობის შესახებ.
  • ცდილობს ისე მოიქცეს, რომ უფროსს ასიმაოვნოს.

 

რესურსები