შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს  ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები

მიმართულებები:თვითმართვა და თვითგამოხატვა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ემორჩილება უფროსის მარტივ მითითებას (წაიღე, მოიტანე, მომეცი, დადე ...).
  • უმეტეს შემთხვევაში ცვლის ქცევას უფროსის მოთხოვნის მიხედვით.

 

 

 

2-3 წელი

 

  • შეხსენებისა და დახმარების შემთხვევაში, ითვალისწინებს და ასრულებს მარტივ წესებს და ყოვლედღიურ, ოჯახურ საქმიანობებს (მაგ., იბანს ხელს და ჯდება მაგიდასთან წახემსების დროს, ეხმარება უფროსს სუფრის ალაგებაში ან სხვა საქმიანობებში).
  • ითვალისწინებს და იცავს მარტივ წესებს, შეხსენების შემთხვევაში.
  • ხვდება, თუ რა შედეგი მოჰყვება წესების დარღვევას.

 

რესურსები