შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს  სხვებისგან გამოცალკევებულად

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • მიუთითებს საკუთარი სხეულის ნაწილებზე, როდესაც ეკითხებიან (მაგ.: სადა გაქვს ცხვირი? მაჩვენე შენი ყური!).
  •  ცნობს და ეძახის საკუთარ თავს სარკეში.
  • ირთობს საკუთარ თავს მცირე ხნით, 10-15 წუთით.
  • გვაგრძნობინებს, რომ იცის - სხვები უყურებენ (იმეორებს ან ჰბაძავს რაღაც მოქმედებებს, როდესაც იცის, რომ სხვები უყურებენ).
  • რეაგირებს, როდესაც მიმართავენ სახელით.

 

 

 

2-3 წელი

 

  • ცდის საკუთარ შესაძლებლობებს, ამოწმებს, სად გადის აკრძალვებისა და შესაძლებლობების ზღვარი, ილტვის დამოუკიდებლობისაკენ. მაგ., ცდილობს შეასრულოს ის მოქმედება, რომელიც მისთვის უფროსს ადრე აუკრძალავს; ან იმეორებს იმ მოქმედებას,  რომლის შესრულების დროს ერთხელ უკვე განიცადა მარცხი.
  • ასახელებს საკუთარ სახელს (მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელით).

 

 

 

რესურსები