შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი იწყებს წერის უნარის განვითარებას

მიმართულებები:წერა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • თითების საღებავით  აკეთებს აღნიშვნებს ქაღალდზე.
  • იჭერს ფანქარს მუშტში და ცდილობს ჯღაბნას.
  • უნებლიე მონახაზებს აკეთებს ფანქრით, ფუნჯით.
  • იღებს საგანს ცერა და საჩვენებლი თითების მარწუხისებურად მოჭერით.

 

 

 

2-3 წელი

 

  • აკეთებს მარტივ მონახაზებს მიზანმიმართულად, ვითომ წერს.
  • ხატვისას იყენებს მთელ ხელს (მაჯას, მკლავს).
  • ასათაურებს საკუთარ ნამუშევარს (ყვება, თუ რას ნიშნავს მისი  ნამუშევარი).
  • ცდილობს გააფერადოს კონტურებით მოცემული ფიგურა ან ნახატი (გასაფერადებლები).
  • ცდილობს სწორად დაიჭიროს ხელში სქელი ფანქარი საჩვენებელი და ცერა თითით.

  

რესურსები