შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში გამოჰყოს ბგერები და სიტყვები (ფონოლოგია)

მიმართულებები:კითხვა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • მიმართავს გარკვეულ ხერხს, რათა გაიმარტივოს სიტყვების წარმოთქმა (მაგ: პირველ მარცვალს იმეორებს -"დადე"-ს ნაცვლად ამბობს "დადა"-ს; მარცვალს ცვლის და "ლამაზი"-ს ნაცვლად ამბობს მისთვის უფრო მარტივ ვარიანტს - "ვაზაზი".
  • შეუძლია ბოლო სიტყვით დაასრულოს მისთვის ნაცნობი ლექსები.
  • შეუძლია უფროსის დახმარებით ტაშით აჰყვეს  მარტივ რიტმს.

 

 

 

2-3 წელი

 

  • უფრო მეტ სიტყვას წარმოთქვამს სწორად.
  • სხვა ბავშვებთან ერთად ან მარტო მონაწილეობს სიმღერების შესრულებაში.
  • შეუძლია ტემპისა და სიჩქარის იმიტაცია. მაგ.: ტაშის დაკვრა ჩქარა, ტაშის დაკვრა ნელა ან პირიქით - ჯერ ჩქარა, შემდეგ ნელა.
  • მღერის სიმღერებს, ამბობს ლექსებს, მონაწილეობს თამაშებში, რომლებიც ენის ბგერების ჟღერადობასა და რიტმიკასთან არის დაკავშირებული (მაგ.: უფროსის დახმარებით სიმღერას ტაშს აყოლებს ან ტაშს უკრავს მაშინ, როდესაც ამას სიმღერის შინაარსი მოითხოვს).
  • იმეორებს ფრაზებს მისთვის ნაცნობი ლექსებიდან, ხოლო მოკლე, ერთსტროფიანი ლექსი შეუძლია დაიზეპიროს.

 

რესურსები