შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)

მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • მიუთითებს სხეულის ერთ ნაწილზე მაინც, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა სხეულის ამ ნაწილის დასახე ლება (მაგ.: ხელი, ცხვირი).
  • ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სიტყვებზე.
  • ადეკვატურად  რეაგირებს მარტივ მოთხოვნებზე (ასრულებს ერთსაფეხურიან ინსტრუქციას, მაგ.: "აიღე თოჯინა!").
  • ესმის 50-80 სიტყვის მნიშვნელობა (მაგ.,  მიანიშნებს ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა თუ სურათებზე).
  • ინტერესით უსმენს მოკლე ამბავს.

 

 

 

2-3 წელი

 

  • სიტყვიერად პასუხობს მარტივ შეკითხვებს.
  • ასრულებს ორსაფეხურიან ინსტრუქციას, რომელშიც მოქმედებები შეიძლება არ უკავშირდებოდეს ერთმანეთს (მაგ.: "თუ შეიძლება, აალაგე შენი სათამაშოები და მერე ჩაიცვი ფეხსაცმელი!”).
  • ითხოვს და სიამოვნებით უსმენს მოკლე ზღაპრებს, მოთხრობებს, რომლებსაც უყვებიან.
  • ესმის რამდენიმე ასეული სიტყვის მნიშვნელობა.
  • მიუთითებს სხეულის მინიმუმ 6 ნაწილზე, განასხვავებს მინიმუმ სამ ფერს.

 

რესურსები